საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სიახლეს გთავაზობთ - იწყება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. ყოველი თვის პირველ კვირას საშუალება გექნებათ, შეხვდეთ, მოუსმინოთ და გაესაუბროთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვათ მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატაროთ. შეხვედრებზე ასევე მოისმენთ სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
საღამოს პირველი სტუმარი და იმავდროულად - მასპინძელია პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.
შეხვედრა გაიმართება 5 მარტს 19 საათზე
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
დავით აღმაშენებლის 68, II სართული