2 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალთან და კრიტიკოსთან გია არგანაშვილთან. იგი აქტიურად მოღვაწეობს ლიტერატურის, კინოს, თეატრისა და განათლების სფეროში.
შეხვედრის თემად შერჩეულია მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი - ,,ფოლკლორი და ინდივიდუალური შემოქმედება". დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მისთვის საინტერესო საკითხებზე მომხსენებლს დაუსვას შეკითხვები, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მოუსმინოს ფოლკლორულ ანსამბლს და საღამო სასიამოვნოდ გაატაროს.
დასაწყისი 18:30 საათზე
