9

შეხვედრა პედაგოგებთან

24 სექტემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ყოველწლიური ტრადიციული შეხვედრა საქართველოს რეგიონების სალოტბარო სკოლების ლოტბარებთან, რეგენტებსა და პედაგოგებთან. შეხვედრას ესწრებოდა 22 სალოტბარო სკოლის 40-მდე წარმომადგენელი. შეხვედრა გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. მან ისაუბრა სალოტბარო სკოლებში დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე, წარმატებებსა და პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. სალოტბარო სკოლების პროგრამებს, ხალხურობისა და საეკლესიო გალობის კანონიკის დაცვას შეეხო თეონა რუხაძე. ამ მხრივ, სკოლებში საქმე საკმაოდ კარგადაა, თუმცა მაინც შეინიშნება ხარვეზები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. გიორგი გაბუნიამ, საორგანიზაციო საკითხებსა და ინფრასტრუქტურის პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, სოფო ბარამიძე. მან პედაგოგებს გააცნო სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიმართულებები. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათისა იყო, ორმხრივი - დიალოგის ფორმის. კონკრეტულ მაგალითებზე გაანალიზდა ბავშვებთან ურთიერთობა, სირთულეები და მათი დაძლევის გზები, დაისახა სამომავლო გეგმები, შეჯამდა შედეგები. სამომავლოდ, ღონისძიებებში კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, ეტაპობრივად გაიხსნება სალოტბარო სკოლები. მალე არსებულ სკოლებს დაემატება ორი - ვანისა და სტეფანწმინდისა