IMG_9654

შეხვედრა ლოტბარებსა და რეგენტებთან

23 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე შეხვდა რეგიონების სალოტბარო სკოლების ლოტბარებსა და რეგენტებს (ხობი, ფოთი, წალენჯიხა, კასპი, გორი, დუშეთი, ყვარელი, თეთრიწყარო).
გიორგი დონაძემ ისაუბრა საქართველოს რეგონებსა და რაიონებში სალოტბარო სკოლების გახსნის მნიშვნელობაზე , სამომავლო გეგმებზე, კერძოდ, 2015 წლის მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე შეეხო სასწავლო პროგრამას, რომლის მიხედვითაც სალოტბარო სკოლებში სიმღერა-გალობა უნდა ისწავლებოდეს.
სალოტბარო სკოლების ლოტბარებსა და რეგენტებთან მსგავსი შეხვედრა მომავალშიც გაიმართება.