გორისა და ბორჯომის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებს ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენელი მიშო ჯავახიშვილი შეხვდა. მოისმინა ბავშვების მიერ შესრულებული პროგრამით განსაზღვრული სიმღერა-საგალობლები.
ორივე სკოლაში დოკუმენტურ მასალებზე გადაღებული ფილმის „ჩაკრულო კოსმოსში" ჩვენება და შემდგომ განხილვა მოეწყო.
უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრებისას სალოტბარო სკოლების ბავშვებისთვის პერიოდულად მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები.
გორისა და ბორჯომის სალოტბარო სკოლები 2015 წელს დაარსდა. დღესდღეობით, პედაგოგების ლელა მერაბიშვილის, ზურა წკრიალაშვილის, მიშა მცურავიშვილის, მარიამ კაპანაძის, ტატიანა ივანიძის, ლელა მუხურაძის ხელმძღვანელობით ორივე სკოლაში ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას 130-მდე ბავშვი ეუფლება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიცილური სიმღერა და საეკლესიო გალობა.