afisha(1)

,,შენი ფოკლორული იდეა" - ღია კარის დღე

1 მარტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ,,შენი ფოლკლორული იდეის" ფარგლებში, კონკურსანტებს უმასპინძლებს. ცენტრის დირექცია, ადმინისტრაცია და კონკურსის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსის დებულებას,პირობებს, სპეციფიკას, მიზანსა და ამოცანებს, უპასუხებენ მათთვის აქტუალურ კითხვებს.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით ტარდება კონკურსი სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი მიმართულებით, რაც გულისხმობს: ქართული ფოლკლორის დარგებისა და საეკლესიო გალობის, ასევე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ფოლკლორული პროექტების განხორციელებას.
ეს, უპირველესად, მოიცავს ფოლკლორულ და კულტურულ საგანმანათლებლო ასპექტებს, ამ პროცესში ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედი ინდივიდების ხელშეწყობასა და წახალისებას.

სამეცნიერო და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადები მიიღება 2019 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტამდე. გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შექმნილი სპეციალური ანონიმური კომისია.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში

კონკურსის კოორდინატორები:

ნანა ვალიშვილი: +995 593 26 21 90
სოფიო ლობჟანიძე: +995 577 93 70 70