unnamed (1)

შემოდგომა - 2015

13 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - შემოდგომა - 2015 - ფერწერა, ქანდაკება.
გამოიფინება ნიჭიერ, პროფესიონალ მხატვართა და მოქანდაკეთა 60-მდე ექსპონატი. ნამუშევრები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებით. თითოეული ნიმუში თავისი შინაარსით, ფერთა გამით, ხაზისა თუ ფორმის მხრივ ეხმიანება თანამედროვე ადამიანის ცხოვრებისეულ რიტმს, არ სწყდება ეროვნულ ფესვებს და ახლებური ხედვით აგრძელებს წინაპართა საუკეთესო ტრადიციებს.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 31 ოქტომბერს