24 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფერმწერ მხატვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენა - „შემოდგომა - 2014“.
გამოიფინება ნიჭიერ მხატვართა და მოქანდაკეთა 53 ტილო და ქანდაკება. ექსპონატები გამოირჩევა მაღალი მხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური მრავალფეროვნებით. თითეული ტილო თუ ქანდაკება თავისი შინაარსით, ხაზისა თუ ფორმის მეშვეობით, ეხმიანება თანამედროვე ადამიანის ცხოვრებისეულ რიტმსა და წესს, რაოდენ სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება არ სწყდება მდიდარ ეროვნულ მემკვიდრეობას და ღირსეულად, ახლებული ხედვით, აგრძელებს წინაპართა ტრადიციებს.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე