258118964_3085922394956828_2607954268406987457_n - Copy

შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროექტი - 100 ქართული ხალხური სიმღერა

საზოგადოებრივი მაუწყებლი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იწყებენ ერთობლივ პროექტს - 100 ქართული ხალხური სიმღერა. იდეა ეკუთვნის ანზორ ერქომაიშვილს, მას სურდა შემოენახა მომავალი თაობებისათვის საქართველოს ყველა კუთხის სასწავლო აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.

ფოლკლორის ცენტრში მესტიის ანსამბლ ,,რიჰოს“ 10 სვანური ხალხური სიმღერის სასწავლო აუდიო-ვიდეო უკვე ჩაიწერა, - ლილე, რიჰო, ჯგრაგიშ, ლაჟღვაშ, მურზა ი ბექზილ, კვირია, ზარ, ქალთიიდ, ო ქრისდეეშ, დალა კოჯას. ,,რიჰოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი იხსენებს, საავადმყოფოდან როგორ დაურეკა ანზორ ერქომაიშვილმა, გაუზიარა იდეა და უთხრა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩანაწერებს შორის ყოფილიყო ,,კვირია" და ,,ზარი".


257950484_3085922414956826_8239947915206513600_n
2000 წლის დასაწყისში ანზორ ერქომაიშვილმა მსგავსი ტიპის პროექტი გურული და მეგრული სიმღერების აუდიო გამოცემა განახორციელა. ამის შემდეგ ბუბა ხოტივართან ერთად გადაიღო დაახლოებით, 20 გურული სიმღერა, რომელიც იყო სასწავლო დანიშნულების. ფაქტობრივად ეს პროექტი განსხვავებული ფორმატით ერქომაიშვილის პროექტის გაგრძელებაა. მომავალი დაგაღება კახური ანსამბლის - ,,შილდას“ მიერ შესრულებული სიმღერების სასწავლო აუდიო-ვიდეო გადაღებას დაეთმობა.