21433236_1971105149771897_4779223474419723375_n

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2016 წელს დაარსდა, ფაქტობრივად უპრეცენდენტო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ინიცირებულმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებულმა ამ მასშტაბურმა პროექტმა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და დადებითი შეფასება მიიღო პროფესიული წრეების მხრიდან; ამ და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა ყოველწლიური ხასიათი მიიღო და ტრადიციად იქცა.

ფესტივალის ორგანიზებულად ჩატარებისათვის და დასახული პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად, პროექტში ჩართული იყო საკონცერტო დარბაზი „შავი ზღვის არენა“   (Black Sea Arena), რომელიც გახლდათ ღონისძიების მთავარი პარტნიორი.

 

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ქალაქ ბათუმში, 31 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს (ანსამბლები: „დიდგორი“, „ძირიანი“, „ ადილეი“ , „შემოქმედი“, „ამაღლება“), ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, სომხეთის, პოლონეთისა და უკრაინის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

2 სექტემბერს, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში -„Black Sea Arena” გაიმართა შავი ზღვის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი. გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „ბასიანი", „რუსთავი", „La Squadra“, which is one of the most experienced bands of traditional singing from Liguria, is a living testimony of the trallallero (Italy), STATE FOLK DANCES GROUP (Turkey), „Masounk” Folk Song and Dance Ensemble named after Rudik Haroyan (Armenia), Dolina Popradu (Poland), Ensemble BaDeM (Ukrain) და ფესტივალის სპეციალური სტუმარი ესპანეთიდან FlamencoLa Moneta