20525260_1886035761718641_8653366553145830180_n

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2017

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად,  აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება - ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე  წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და   "Check in Georgia"- ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ  სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარსდგა და  ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში "Black Sea Arena" სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.