წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება და გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით "ბლექ სი არენაზე" დასრულდება. ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, "Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.