2010 წლის 9 – 18 ნოემბერი ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების
ექსპედიცია რაჭაში - ონისა და ამბროლაურის რაიონებში.
ექსპედიციის მიზანი : რაჭულ ფოლკლორში დღემდე შემორჩენილი ქართული ხალხური ცეკვების (ქალთა, მამაკაცთა, ერთობლივი) , მათი ფრაგმენტების, საცეკვაო ილეთების, მთლიანად, საცეკვაო ლექსიკის, ცეკვის მუსიკალური შინაარსის, სასიმღერო ტექსტების, მასთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისა და რაჭული ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალების ფოტო-ვიდეო-აუდიო დაფიქსირება; ყოველდღიური საექსპედიციო ჩანაწერების (დღიურის) წარმოება
ექსპედიციის შემადგენლობა :
უჩა დვალიშვილი - ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი
გიორგი ალიმბარაშვილი - ქორეოგრაფ-ქორეოლოგი
თორნიკე სხიერელი - ეთნომუსიკოლოგი
აჩიკო ლეკიაშვილი - ვიდეოოპერატორი
თემურ ყანჩაველი - ფოტორეპორტიორი
გია ბერიშვილი - ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი
სტატისტიკა:
ექსპედიციამ ზემო რაჭის სოფლებში ჩაიწერა და დააფიქსირა ცეკვები, ფერხულები (ზიგიერთი აქამდე უცნობი) , საუბრები, ინფორმაციები ცეკვების შესახებ. ონის რაიონის 13 სოფელში - 12 ფერხული ვარიანტით; 9 ცეკვა ვარიანტებით . ამბროლაურის სარაიონო ცენტრსა სოფლებში - 18 ფერხული ვარიანტებით ; შელოცვები 3 ცეკვა ვარიანტებით;ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - შრომისა და საბრძოლო იარაღები, სყოფაცხოვრებო ნივთები, რაჭისთვის დამახასიათებელი ეროვნული სამოსი, ხალხური რეწვის ნიმუშები (ორნამენტები, ჩუქურტმები, ხესა და ქვაზე კვეთა, ქსოვა, ნაქარგობა), ფოტოსურათები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს გადაეცა 200 ფოტო; 30 - საათიანი ვიდეოფირი; ექსპედიციის დღიური და საექსპედიციო აუდიოჩანაწერები - 7 გბ