10752233_824175517625350_301641075_o

ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ექსპედიცია

2008 წლის 12 – 25 სექტემბერი ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების
ექსპედიცია აჭარაში.
ექსპედიციის მიზანი : აჭარულ ყოფაში არსებული ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშების მოძიება - შეგროვება, დროსა და სივრცეში დაფიქსირება. ცეკვის, როგორც თეორიული და პრაქტიკული შესწავლა-დამუშავება, ასევე რეალობასთან მიმართება.
ექსპედიციის შემადგენლობა :
უჩა დვალიშვილი ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი
რევაზ ჭანიშვილი - ქორეოგრაფ-ქორეოლოგი
ზაურ ლაზიშვილი - ქორეოგრაფ-ქორეოლოგი
მირანდა ბაღდადიშვილი - პედაგოგი-ს ქორეოგრაფი
გურამ გაბაშვილი - ოპერატორი
არჩილ უშიკიშვილი - ფოტორეპორტიორი

სტატისტიკა:

ექსპედიციამ აჭარის რაიონებისა და სოფლების მიხედვით გადაიღო და ჩაიწერა ცეკვები , საუბრები და ფოტომასალა. ხელვაჩაურის რაიონი - 7 აჭარული ცეკვა; 2 - არაქართული; ქედის რაიონი– 24 აჭარული ცეკვა ვარიანტებით და ფრაგმენტებით ; 2 - არაქართული; შუა ხევის რაიონი – 17 აჭარული ცეკვა ვარიანტებით; ერთი - არაქართული; ხულოს რაიონი - 17 აჭარული ცეკვა ვარიანტებითა და ფრაგმენტებით; 4 -არაქართული . საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს გადაეცა: 300 ფოტოა; 15 - საათიანი ვიდეო ფირი; ექსპედიციის დღიური და საექსპედიციო აუდიოჩანაწერები - 14 გბ