afisha

ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა

4 აპრილს 19 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრების პირველი  პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 80-მდე ნამუშევარი.

ქეთევან ჯავახიძემ დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. ქალბატონი ქეთევანი თანამედროვე აზროვნების შემოქმედია და ავანგარდულ მხატვრობაში ის თავის სიტყვას ამბობს. მისი კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით. მისი შემოქმედების პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანია - პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია.

გამოფენაზე დასწრება უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს
გამოფენა გაგრძელდება 13 აპრილამდე