Folkloris saxelmcifo centri_logo_Cir_FIN (1)_001

ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქართული საგალობლების ხელნაწერთა გაციფრებას, საგალობლების ხელნაწერთა ერთიანი სამეცნიერო აღწერილობისა და საძიებო სისტემის შექმნას, აგრეთვე მის განთავსებას საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერზე. პროექტის დასრულების შემდეგ გაციფრებული მასალა ხელმისაწვდომი გახდება მკვლევართათვის და მუსიკოს-შემსრულებელთა ფართო წრეებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საბოლოო მიზანი კი ქართული მრავალხმიანობის აღდგენის ხელშეწყობა, მისი გავრცელება და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

პროექტი - ,,ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა და აღწერილობა (ჳჳ ეტაპი)"  განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და ფონდის  ,,ქართული გალობა" ფინანსური მხარდაჭერით