12314603_1686446411571107_1532598595320967196_o

ქართველ ავანგარდისტთა გამოფენა

8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - Art 8+7.  ეს გამოფენაც ქართული ეროვნული მხატვრობის ისტორიული პერიპეტიებისა და ევოლუციის ერთგვარი გამოძახილია. ჯგუფური ექსპოზიცია სხვადასხვა თაობის მხატვრებს აერთიანებს. უფროსი თაობის მხატვრებთან ერთად მონაწილეობს ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვართა მცირე ნაწილი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ავანგარდულ მხატვრობაში თავიანთ სიტყვას ამბობენ.

ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.

გამოფენა დაიხურება 15 დეკემბერს.