8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - Art 8+7.
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ხელოვნებაში, მათ შორის მხატვრობაში, ავანგარდული მოძრაობა დაიწყო. იმ დროს მხატვრობის მექა პარიზი იყო. პარიზში მხატვრობის შესასწავლად, თავიანთი ნიჭისა და ფუნჯის მოსასინჯად ჩადიოდნენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდანაც (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე...).
ეს გამოფენაც ქართული ეროვნული მხატვრობის ისტორიული პერიპეტიებისა და ევოლუციის ერთგვარი გამოძახილია. ჯგუფური ექსპოზიცია სხვადასხვა თაობის მხატვრებს აერთიანებს. უფროსი თაობის მხატვრებთან ერთად მონაწილეობს ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვართა მცირე ნაწილი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ავანგარდულ მხატვრობაში თავიანთ სიტყვას ამბობენ.
ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობითა და მრავალფეროვნებით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.
გამოფენა გაიხსნება 17:00 საათზე.
დაიხურება 15 დეკემბერს.