10849004_943393252339566_7908981991292542646_o

ქართველი ჯარისკაცებისგან ჩაწერილი ხალხური სიმღერების კრებულის პრეზენტაცია

26 იანვარს 19:00სთ-ზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივის ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გამოცემული, პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცებისგან ჩაწერილი ხალხური სიმღერების კრებულის -„ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წწ.“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ბასიანი, სახიობა, დიდგორი, შავნაბადა და ძირიანი, რომლებიც გააცოცხლებენ ქართველ ტყვეთა ნამღერ ნიმუშებს.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბერლინის ფონოგრამარქივის ფინანსური მხარდაჭერით.