273761161_3151049875110746_7785412116556226866_n

ქარელის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნება

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის და ქარელის მუნიციპალიტეტის ერთობლივი თამაშრომლობით 1 მარტიდან ქარელში სალოტბარო სკოლა გაიხსნება. მოსწავლეებს და მშობლებს შეხვდნენ ფოლკლორის ცენტრის რეგიონული სამსახურის ქართლის რეგიონის კოორდინატორი მიხეილ ჯავახიშვილი, რეგენტი ლანდა ბეგიჯანაშვილი და სალოტბარო სკოლის მომავალი პედაგოგი ლიკა ლიპარტელიანი. ლიკა თავად ლენტეხის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებული და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტია.



წავლის სურვილი 39 მოსწავლემ გამოთქვა. მათი უმრავლესობა უახლოეს მომავალში ქარელის სალოტბარო სკოლის მოსწავლე გახდება. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ამ დროისთვის საქართველოს რეგიონებში სულ 27 სკოლა ფუნქციონირებს. სალოტბარო სკოლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა მოსწავლეებს უფასოდ შეუძლიათ.