19184343_10213313474490546_1244925040_n

თინა მეითოვასა და ქალთა აზერბაიჯანული ანსამბლის - ,,აშუღ ფერის მარგალიტების" - ერთობლივი კონცერტი

2017 წლის 19 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება საქართველოში ერთადერთი აშუღი ქალის თინა მეითოვასა და ქალთა აზერბაიჯანული ანსამბლის - ,,აშუღ ფერის მარგალიტების" - ერთობლივი კონცერტი. ხელმძღვანელი: ფარვანა ზაგაზურლუ.
აშუღური ტრადიცია ქალაქებსა და რეგიონებში განსხვავებულია. თინა მეითოვა საქართველოს აზერბაიჯანლების - ბორჩალოელების - ტრადიციების მატარებელია. თავის დროზე - საზზე საუკეთესო შემსრულებლებს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საქართველოში მყოფ ფარვანა ზაგაზურლუზე და ამის შედეგია ,,აშუღ ფერის მარგალიტების" დაარსება.
თინა მეითოვა საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია. საზზე დაკვრა-მღერა და აშუღური ხელოვნება თინა მეითოვასა და ანსამბლის წევრებისათვის ეროვნული იდენტობის გამოხატულებაა.

ბილეთები იყიდება თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში.
დასაწყისი 16:00 საათზე