19 მაისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ რუსთაველის სახელობის თეატრში გამართაა ყოველწლიური დაჯილდოების რიგით მეორე საზეიმო საღამო და კონცერტი.
ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
ქართული კულტურის დ მოღვაწენი დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში: ლელა თათარაიძე - თუშური სიმღერის მოამაგე - ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ლია სალაყაია - - ქართული გალობის მოამაგე - ქართული გალობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, გომარ სიხარულიძე - ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე. ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გელა გუგავა - სვანური სიმღერის მოამაგე. ქართული ხალხური (სვანური) სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ანსამბლი „კვირია“ - ახალი თაობა, სვანურ სიმღერაში შეტანილი წვლილისთვის, რეზო ჭოხონელიძე - საუკუნის ქორეოგრაფი , ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ლელა თათარაიძე და ანსამბლი „კესანე“; ანსამბლები - „კვირია“, „ლაგუშედა“; „ერისიონი“; სამების საკათედრო ტაძრის გუნდი.
