0

ფოლკ-ტური - ფოლკლორის ცენტრისა და ,,იმედის” ერთობლივი წამოწყება

გადაცემაში ,,იმედის დღე” ყოველთვიურად რუბრიკა ფოლკ-ტური მომზადდება, რაც გულისხმობს ფოლკლორის ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში ფოლკლორულ მოგზაურობას.
პირველი გადაცემა კახეთში, ქალაქ თელავში ჩაიწერა. სიუჟეტის გმირები იყვნენ: გოჩა და ბექა ბიძინაშვილები, ბიძინაშვილების საჯახო ანსამბლი, ანსამბლები: ,,პატარა კახი” და ,,შილდა". გიორგი დონაძე, ჟურნალისტ ნუცა მამულაშვილთან ერთად სოფელ კონდოლში ესტუმრა უხუცეს თვითნასწავლ მომღერლებს - 84 წლის ვალიკო ესიტაშვილსა და 76 წლის ნასყიდა ჭიკაძეს - ეს ადამიანები ათწლეულებია კახური მრავალხმიანობის სადარაჯოზე დგანან.
მომდევლო ფოლკ-ტური ქვემო სვანეთიდან საინტერესო, ისტორიულ, მნიშვნელოვან და დაუვიწყარ ფოლკლორულ ამბებს შემოგთავაზებთ.