10407878_1529373610611722_6612773901490740026_n

ფოლკლორული ფესტივალი ამბროლაურში

29 აგვისტოს ორგანიზაცია Geo tourist- ის ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პარტნიორობით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფოლკლორული ფესტივალი. ფესტივალში მონაწილე ოთხივე რაიონის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა შეასრულეს თავთავიანთი კუთხის სიმღერები და ცეკვები. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ასევე ტრადიციული კერძებისა და ადგილობრივი ღვინოებისა.
მსგავსი სახის მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ამ მხარეში ტურიზმის განვითარებას, ფოლკლორის აღორძინებასა და პოპულარიზაციას.
ფესტივალის ორგანიზატორები მადლობას უხდიან რაიონის გამგებლებს, კულტურის სამსახურის უფროსებსა და თანამშრომლებს ფესტივალის მაღალ დონეზე მოწყობისა და ჩატარებისათვის.