
ფოლკლორული ფესტივალი ამბროლაურში
29 აგვისტოს, ამბროლაურში გაიმართება დიდი სახალხო ზეიმი. ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფოლკლორული კოლექტივები, შემსრულებლები და სახალხო მთქმელები. გამოიფინება ადგილობრივი ნაწარმი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნიმუშები. დასაწყისი 12.00 საათზე