IMG_9897

ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობისა და სალოტბარო სკოლის გახსნა

დღეს ხობის რაიონში გაიხსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, სალოტბარო სკოლის სუფსიდირებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის მუნიციპალიტეტი ერთობლივად განახორციელებენ.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული სიმღერის მუზეუმში, ბავშთა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართა კონცერტი.