ფოლკლორის ცენტრის გუნდის ლოტბარმა თორნიკე სხიერელმა, სალოტბარო სკოლების პედაგოგებმა ლევან ბერელიძემ და ბესიკ ფირცხელანმა საერთაშორისო კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე ,,Хантәңірі қазынасы“ მიიღეს მონაწილეობა.
ყაზახეთში, ალმათიში 9-11 ივლისს, ღია ცის ქვეშ დიდი სანახაობა გაიმართა და სასიხარულოა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი.
