123595224_852353505515001_5525460928403928027_n

ფოლკლორის ცენტრის ექვსი წელი

რას საქმიანობდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბოლო წლებში - საზოგადოების ინფორმირებულობისათვის ცენტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 2014-2020 წლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი გაავრცელა:
განახლებული და სრულად რეაბილიტირებული ფოლკლორის ცენტრის დარბაზი და თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია თბილისში;
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის გახსნა მრავალფუნქციური უნიკალური საკონცერტო დარბაზით, ხმის ჩამწერი სტუდიით, საგამოფენო დარბაზით, სადაც 100-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ტრადიციულ სიმღერა-გალობას;
სამი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში 1000 მონაწილით და 14 ქვეყნის ჩართულობით;
მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 28 სალოტბარო სკოლა (ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ოზურგეთი, ბაღდათი, სამტრედია, თელავი, ყვარელი, ამბროლაური, ონი, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, გორი, კასპი, წალენჯიხა, სენაკი, ხონი, თიანეთი, აბაშა, ბორჯომი, ხარაგაული, საჩხერე, დუშეთი, ზესტაფონი, ფოთი, ახალციხე; 2021 წლიდან სკოლები გაიხსნება ზუგდიდში, ვანსა და ახმეტაში), სადაც 900 ბავშვი ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას უფასოდ შეისწავლის. სალოტბარო სკოლების პროექტში ჩართულია 60-ზე მეტი ადამიანი.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - 28 კონცერტით, 3000 მონაწილით, 15 000 მაყურებლით, 42 გამარჯვებულით, 282 ლაურეატით და ფულადი პრემიის სახით გაცემული 78375 ლარით;
სალოტბარო სკოლების ფესტივალი - ,,მომავლის ხმები’’, რომელშიც მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის (ოზურგეთი, წალენჯიხა, ლენტეხი, საჩხერე, ონი, მესტია, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, ქობულეთი, სამტრედია) 400-მდე ბავშვი;
ასეულობით კონცერტი/პროექტი და ამსამბლების მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა მხარეში;
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები", რომელუც ყოველწლიურად იმართება;
კონკურსი სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებით - ,,შენი ფოლკლორული იდეა“, რომელიც ამჯერად 5 გამარჯვებულ პროექტს მოიცავს ყოველწლიური ხასიათისაა - პროექტის პირობებში განხორციელდა ორი ექსპედიცია სამეგრელოსა და აჭარაში. პანდემიის პირობებში რამდენიმე პროექტი დროებით შეჩერდა.
100-მდე გამოცემა ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებით - ,,ქართულ გალობასთან“ ერთად გაციფრებული უნიკალური 23 658 ერთეული ქართული ხელნაწერი საგალობლები, გამოცემები სპეციალურად ფრანქფურტის ბაზრობისთვის - ,,შენ ხარ ვენახი’’ და ,,შუა საუკუნეების ქართული გალობა’’, მონოგრაფიები სხვადასხვა უდიდეს ხელოვანზე, სერია ,,ქართული ხალხური ცეკვა" - დავით ჯავრიშვილის, ავთანდილ თათარაძის და ლილი გვარამაძის (მუშავდება) წიგნები; შრომის სიმღერები სანოტო კრებული (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად), ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება, ეთერ თათარაიძე - ,,პირმა დაგლოცოთ ღვთისამა", აჭარული ხალხური სიმღერები სანოტო კრებული და ასე შემდეგ.
100-მდე აუდიოალბომის გამოცემა საქართველოში არსებული თითქმის ყველა ანსამბისთვის სრულიად უსასყიდლოდ;
ექსპედიციები: კომპლექსური ექსპედიცია - თეთრიწყაროში, რაჭა-ლეჩხუმსა და შუახევში; კომპლექსური ექსპედიცია რაჭაში - შალვა ასლანიშვილის მიერ ჩაწერილი მომღერლების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ქსპედიცია კახეთში - კახური ფოლკლორული ცეკვების შეგროვება, შესწავლა და დამუშავება - სულ 25-ზე მეტი ექსპედიცია.
მასტერკლასები ხალხური ცეკვასა და სიმღერაში - აჭარული ცეკვის სამდღიანი მასტერკლასი; პოლო ვალიეხოს ხუთდღიანი მასტერკლასი სალოტბარო სკოლების 40 პედაგოგისთვის;
გამოფენები - ფოლკლორის ცენტრში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების 130-ზე მეტი გამოფენა გაიმართა (სრულიად უსასყიდლოდ);
,,ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ლოტბარები: პოლიკარპე ხუბულავა, ანდრო სიმაშვილი, გური სიხარულიძე, ისლამ ფილფანი, ჯემალ ჭკუასელი, იროდი ტიკარაძე, ტრისტან სიხარულიძე;
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დაჯილდოვა ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები: მთავარი რედაქტორი - ბაია ასიეშვილი და არქივის ხელმძღვანელი - ნანა კალანდაძე;
2020 დისტანციური სამუშაო რეჟიმის დროს განხორციელებული ღონისძიებები/აქტივობები:
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ელექტრონულად 50-მდე წიგნი, 4000-ზე მეტი აუდიოჩანაწერი, ცენტრისა და სხვადასხვა არქივში დაცული უნიკალური ქართული გალობის ხელნაწერები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა;
,,ხალხური საღამოები“ - 5 ანსამბლის სოლო კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ეზოში;
ორთვიანი დისტანციური პროექტი - ,,ფოლკლორი შენთვის“ - საოჯახო ანსამბლების სასიმღერო შესრულება მთელი საქართველოდან;
ბათუმის სალოტბარო სკოლაში სწავლა აღდგა;
ხელოვნების სასახლის უკვდავების თაღს ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდი შეემატა (თანაორგანიზატორი);
საერთაშორისო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ (მონაწილე);
მუშავდება ელექტრონული წიგნების ანდროიდ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველებს საკუთარ სმარტფონებში, ასევე, შეეძლებათ გაეცნონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების გამოცემებს: ქართული სიმღერის, გალობის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს;
ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე(თანაორგანიზატორი);
მზადება კომპლექსური ექსპედიციისათვის ზემო სვანეთში;
ცენტრის დირექტორის - გიორგი დონაძის ყოველკვირეული ონლაინშეხვედრები სალოტბარო სკოლის ბავშვებთან და პედაგოგებთან;
ცენტრის საარქივო მასალების (ექსპედიცია, ფესტივალი, კონცერტი) ჩვენება - საზოგადოებისათვის გაცნობა.
გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, 2014-დან 2020 წლამდე ფოლკლორის ცენტრის შემოქმედებით პროექტებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 4 614 001ლარი დახარჯა.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მწვავე პანდემიური ფონისა ცენტრი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმდინარე (ონლაინ კონცერტები, გამოცემები) პროექტების განხორციელებას.