ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო გამოწვევა-ჩელენჯი - ფოლკლორი შენთვის, რაც გულისხმობს ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის გამოწვევას, ვიდეოების ჩაწერას და დადებითი განწყობის შექმნას.
პირველი ვიდეო ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ შვილებთან – ერეკლესთან და ელენესთან ერთად ჩაწერა და ელიზბარ ხაჩიძის ოჯახი გამოიწვია.
გამოწვევაში პირველ ეტაპზე საოჯახო ანსამბლები იქნებიან წარმოდგენილი.
“მაშ ასე, დონაძეების ტრიო სიმღერით “ოთხი ნანა“ – ვიზრუნოთ ერთმანეთის განწყობაზე და დარჩი სახლში“ – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პროექტის მიზანია: ოჯახში ქართული ტრადიციული სასიმღერო ტრადიციის პოპულარიზაცია-ხელშეწყობა.