გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფოლკლორის ცენტრის გუნდის და შიდა ქართლის რეგიონის სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები.
საღამოს უძღვებოდა გორის სალოტბარო სკოლის ლოტბარი ლელა მერაბიშვილი და ფოლკლორის ცენტრის გუნდის წევრი Ნიკოლოზ მესხორაძე.
ღონისძიების დასასრულს ფოლკლორის ცენტრის გუნდის მიზნებსა და სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ ისაუბრა და გორის თეატრში შეკრებილ მსმენელს Მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია და სახელმწიფო Რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში სიმონ გულედანი.
საღამოს დასასრულს გორის, მერეთის, ქარელისა და Კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად, მრავალჟამიერი შეასრულეს.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში შემდეგი კონცერტი ოზურგეთშია დაგეგმილი.
