14196092_1049619111753029_2194137724630287574_o

ფოლკლორის ფესტივალი - დასკვნითი გალა-კონცერტი

3 სექტემბერს, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena” შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

გალა-კონცერტში მონაწილეობენ: ანსამბლები - "სუხიშვილები", "რუსთავი", "ბასიანი", "რიჰო", "ლაგუშედა", "ფესვები", "მარეთი", უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა", ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი LCGC, Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble - Turkey.

ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილემ ხალხური შემოქმედება გააცნო.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, ასევე "Black Sea Arena"-ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.