veb

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განაახლა პროექტი - ხალხური საღამოები

12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათს ფოლკლორის ცენტრის ეზოში 18:30 საათზე სოლო კონცერტებს გამართავს ფოლკლორული ანსამბლები: ბასიანი, დიდგორი, ერისიონი, ადილეი და ანჩისხატი.


,,ხალხური საღამოების“ მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.


გასულ წელს, ,,ხალხური საღამოების“ ფარგლებში 10 ფოლკლორულმა ანსამბლმა: ადილეიმ, სახიობამ, დიდგორმა, ანჩისხატმა, შილდამ, სათანაომ და შავნაბადამ, - კონცერტები გამართეს საქართველოს ქალაქში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში კი კონცერტები ჩაატარეს რიჰომ (მესტია), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ნადურმა (წყალტუბო).


კონცერტების განრიგი:


12 ოქტომბერი - ბასიანი


19 ოქტომბერი - დიდგორი


26 ოქტომბერი - ერისიონი


2 ნოემბერი - ადილეი


9 ნოემბერი - ანჩისხატი


პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.