web

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადება

ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ყველა ღონისძიება, კონცერტი და აქტივობა გარკვეული დროით გადადო.


სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ცენტრის სამივე სართულზე. ფოლკლორის ცენტრის 30 სალოტბარო სკოლაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლა შეჩერებულია.