cover

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მასტერკლასის ჩასატარებლად შუახევის მუნიციპალიტეტის უნიკალური ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი ,,ფესვები“ შეარჩია.


ანსამბლში ცეკვავენ შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოცეკვავეები, თავიანთი სოფლის განსხვავებული საცეკვაო ვარიანტებით. ამიტომაცაა ასეთი მრავალფეროვანი და გამორჩეული მათი საცეკვაო ლექსიკა. ანსამბლი 2007 წელს ბადრი დარჩიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი ,,ფესვებთან“ ერთად, 6, 7 და 8 დეკემბერს აჭარული ცეკვის მასტერკლასს ჩაატარებს. მასტერლასში მონაწილეობა შეუძლიათ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს.


c1

ანსამბლი ,,ფესვები“ - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - საქართველო 


სამდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. ყურადღება გამახვილდება ფოლკლორულ საცეკვაო ილეთებზე, მუსიკალურ შინაარსზე, სამოსზე, ყოფით ტრადიციებსა და ქართული ფოლკლორის სინკრეტიზმზე.


მასტერკლასს ყოველდღიურად 4 საათი დაეთმობა. აუცილებელია შესაბამისი სამოსი პრაქტიკული მეცადინეობისათვის. სერტფიკატი გადაეცემათ მხოლოდ სამივე დღის მონაწილეებს.


დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე.



სარეგისტრაციო ფორმა


მასტერკლასის განრიგი:


6 დეკემბერი - 10:00 - 10:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია 10:30 - 11:00 - ღონისძიების გახსნა 11:00 - 11:30 - შესვენება 11:30 - 14:00 - მასტერკლასი.


7 დეკემბერი - 10:00 - 10:30 - რეგისტრაცია 10:30 - 12:00 - მასტერკლასი 12:00 - 12:30 - შესვენება 12:30 - 14:00 - მასტერკლასი.


8 დეკემბერი - 10:00 - 10:30 - რეგისტრაცია 10:30 - 12:00 - მასტერკლასი 12:00 - 12:30 - შესვენება 12:30 - 14:00 - მასტერკლასის შეჯამება,სერტიფიკატის გადაცემა.


საკონტაქტო პირები:


უჩა დვალიშვილი - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი - 599 155306


სალომე ცისკარაული - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - 599 373728


მისამართი: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დავით აღმაშენებლის #68.