431492434_419816897074549_4227718644931513692_n

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლის პედაგოგთა ტრენინგი დასრულდა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლის პედაგოგთა ტრენინგი დასრულდა.
სამი დღიან ტრენინგში სალოტბარო სკოლის ყველა ლოტბარი, რეგენტი და სოლფეჯიოს პედაგოგი მონაწილეობდა.
მათთან თემატური შეხვედრები გამართეს სოლფეჯიოს პედაგოგმა
თამარ თოლორდავამ, ბავშვთა ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ და გალობის უნივერსიტეტის ლექტორებმა მაკა ხარძიანმა და
დავით შუღლიაშვილიმა.
გალობის სწავლების მეთოდიკასა და სალოტბარო ხელოვნების შესახებ მონაწილეებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე ესაუბრა.
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 32 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, სადაც მოსწავლეები ქართულ მრავალხმიან სიმღერას და ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ ეუფლება.