ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადება
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წუხილს გამოთქვავს 10 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში სამუზეუმო ექსპონატების დაზიანების გამო. ვინაიდან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საკითხის ირგვლივ გაკეთდა არაერთი განცხადება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს არ აქვს არანაირი შემხებლობა ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან, ვინაიდან სამუშაოებს ახორციელებს, მშენებლობის დამკვეთის მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „კომფორტი 21“. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამუზეუმო ექსპონატების დაზიანება წარმოადგენს უაღრესად სამწუხარო ფაქტს და მიგვაჩნია, რომ აუცილებლია საქმეზე მოხდეს შესაბამისი მოკვლევა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.