376668930_328192922903614_4431743436442727723_n

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მონაწილეებთან პირველი შეხვედრა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გამართა. თეა წულუკიანი ფესტივალის მონაწილეებს გაეცნო და პროექტის მიზნებზე ესაუბრა.
შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ახალციხეში გაემგზავრნენ. მოინახულეს საფარის მონასტერი , სადაც ქართული საგალობლები შეასრულეს.
საღამოს კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის მასტერკლასი გაიმართა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით , საერთაშორისო ფესტივალი 18 -22 სექტემბერს, ახალციხესა და თბილისში ჩატარდება.
დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ნიდერლანდების, იტალიის და ბელგიის წარმომადგენლები წლებია ქართულ ხალხურ სიმღერებს სწავლობენ და ასრულებენ.
უცხოელებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ ქართული ანსამბლები :
იალონი, მარგალიტი, ლალხორი, ბასიანი, დიდგორი, ადილეი, შილდა, მესხეთი, ბორჯომი და ახალციხის სალოტბარო სკოლა.
19 სქტემბერს ახალციხის ციხეზე ერთობლივი კონცერტი გაიმართება. მონაწილეები თბილისში 20 სექტემბერს დაბრუნდებიან.