382126692_329797489409824_3914218664014578995_n

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს მონაწილეებმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გალა - კონცერტი გამართეს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს მონაწილეებმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გალა - კონცერტი გამართეს.
ბრიტანულმა, ფინურმა, ბელგიურმა, ჰოლანდიურმა და იტალიურმა ანსამბლებმა ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო ქართულ ანსამბლებთან ერთად შესრულებული ერთობლივი სასიმღერო ნომრები. კონცერტის დასასრულს ყველა მონაწილემ ერთად შეასრულა მესხური ,,მამლის მუხასა" და ,,იმერული მგზავრული", რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მასტერკლასებისას შეისწავლეს.
ფესტივალი კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
ინფორმაციისთვის: წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ ევროპის ხუთი ქვეყნის - ფოლკლორული ანსამბლები: „მასპინძელი“ (დიდი ბრიტანეთი), „დ'ალტროკანტო დუო“ (იტალია), „მეზობლები“ (ბელგია), „ტევრი“ (ფინეთი) და „საქართველო“ (ნიდერლანდები). საგულისხმოა, რომ ანსამბლების უმრავლესობას ქართული სახელწოდება აქვს. ისინი, წლებია, ქართულ მრავალხმიანობას იკვლევენ და სწავლობენ.