378711185_1066513414721505_2689689490402988177_n

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო დასრულდა


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
კონცერტმა ემოციებით სავსე გარემოში, უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.
უცხოელმა სტუმრებმა ქართველ მასპინძლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული სიმღერები და ფერხულები შეასრულეს.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ფესტივალის მონაწილეებს მიმართა, მადლობა გადაუხადა ევროპელ ანსამბლებს, საორგანიზაციო ჯგუფს და 2024 წელს პროექტის კიდევ უფრო მასშტაბურად ჩატარება დააანონსა.
დასკვნით კონცერტამდე უცხოელ სტუმრებს ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და საერთაშორისო მიმართულების თანამშრომლებმა ცენტრის საქმიანობა გააცნეს. გაიმართა ორენოვანი ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაციაც.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი 18-22 სექტემბერს ახალციხესა და თბილისში ჩატარდა. კონცერტებთან ერთად გაიმართა სიმღერის რამდენიმე მასტერკლასი.