rvaa-1-750x430

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ონში საზეიმოდ დაიხურა – ფოტო/ვიდეო ამბავი

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს მესამე დღე ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარის მონახულებით გაგრძელდა. ფესტივალის უცხოელმა და ქართველმა მონაწილეებმა ხუროთმოძღვრული ძეგლი დაათვალიერეს და შეასრულეს თავიანთი ქვეყნის ტრადიციული საგალობლები.

ანსამბლმა შილდამ ბარაკონის ტაძარში საგალობლები შეასრულა
ანსამბლმა ბასიამა ბარაკონის ტაძარში საგალობლებლები შეასრულა
მერაბ კალანდაძე, ლევან ნინიძე, ტრისტან სიხარულიძე და გიორგი დონაძე ბარაკონის ტაძარში.
ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სამეცნიერო კონფერენცია ეთნომუსიკოლოგების: ნატალია ზუმბაძის (საქართველო), პოლო ვალიეხოსა (ესპანეთი) და რენატო მორელის (იტალია) მონაწილეობით ჩატარდა.

ეთნომუსიკოლოგი ნატალია ზუმბაძე
 

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი.
 

ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალიეხო
 

ეთნომუსიკოლოგი რენატო მორელი კასტელსარდოს მომღერლებთან ერთად
მოეწყო გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა გამოფენა – გაყიდვა, საფესტივალო მსვლელობა მოსახლეობის და ანსამბლების მონაწილეობით.

სამდღიანი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო ონის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტით დაიხურა. მონაწილეობდნენ ანსამბლები: სუ კუნკორდუ – სარდინია (იტალია); სპარტიმუ – კორსიკა (საფრანგეთი); კონიაკუვი (პოლონეთი); აჩკუპსი (ლატვია); რაჭა, ბუბა, ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი, ონის სალოტბარო სკოლა (რაჭა); ბასიანი (თბილისი); შალვა ჩემო (გურია); ლილე (სვანეთი), შილდა (კახეთი), ლირა, კრწანისი (საქართველოს უსინათლოთა კავშირი); ფესვები (აჭარა).
ფესტივალი ონელი მსმენელისთვის ეთნოჯაზჯგუფ ეგარის კონცერტით გაგრძელდა.

 

საფესტივალო მსვლელობა ქალაქ ონში.
 

საფესტივალო მსვლელობა ქალაქ ონში.
 

საფესტივალო მსვლელობა ქალაქ ონში.
 

საფესტივალო მსვლელობა ქალაქ ონში.
 

ანსამბლი სუ კუნკორდუ – სარდინია (იტალია)
 

ანსამბლი აჩკუპსი (ლატვია)
 

ანსამბლი კონიაკუვი (პოლონეთი)
 

ანსამბლი რაჭა
 

ანსამბლი ბუბა
 

ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი
 

ანსამბლი აჩკუპსი (ლატვია)
 

ანსამბლები: შილდა და ბასიანი
ღონისძიების ბოლოს ანსამბლებმა რაჭული სიმღერა ქვედრულა შეასრულეს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით წელს მესამედ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო“ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ქართული (აჭარა, გურია, რაჭა, კახეთი, სვანეთი, ლეჩხუმი) და უცხოური (საფრანგეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი) ანსამბლების ერთობლივი კონცერტები ბლექ სი არენასა და რაჭაში – ამბროლაურსა და ონში გაიმართა.



საფესტივალო მსვლელობა ონში – ვიდეო