საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენი ქვეყნის ხალხური შემოქმედების ნიმუშები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულმა კოლექტივებმა და ქართველ მაყურებელს გააცნეს საკუთარი ქვეყნის ხალხურ შემოქმედება.
ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილემ ხალხური შემოქმედება გააცნო.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, ასევე "Black Sea Arena"-ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.