1-3 სექტემბერს, გურიაში შავი ზღის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილე ხალხურ შემოქმედებას გააცნობს.
1 და 2 სექტემბერს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს; დასკვნითი გალა- კონცერტი კი, 3 სექტემბერს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში - „Black Sea Arena” გაიმართება.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი , Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „Black Sea Arena”-ს მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა
