14-15-16 ივნისს ზუგდიდში, კულტურის ცენტრ ,,ოდიშში", გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე. მონაწილეობდნენ: ტრადიციული გალობის საეკლესიო გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.
