6 აპრილს - თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტურის კონცერტი. (კახეთისა და ქვემო ქართლის მონაწილეები);
ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.
• 12 აპრილი - ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულითეატრი (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი)
• 20-21 მაისი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. (იმერეთი, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთი, აჭარა - ბათუმი, ქობულეთი ხელვაჩაური)
• 24 მაისი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (თბილისის ანსამბლები)
• 30-31 მაისი - ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამეგრელო-ზემოსვანეთი, გურია, აჭარა - ხულო, შუახევი, ქედა)
► ფინალი
• 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერების ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
• 27-28 ივნისი - ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.