29-30 ოქტომბერს ქუთაისის, მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის იმერეთის რეგიონის შესარჩევი ტური.
მონაწილეობდნენ: მგალობელთა გუნდები და ფოლკლორული ანსამბლები (33), სახალხო მთქმელები (25), ქორეოგრაფიული ანსამბლები (9), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები (65).
ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში ფოლკლორის ყოველი დარგი საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თბილისის შესარჩევი ტური გაიმართება 7-8 ნოემბერს.
ფესტივალს ატარებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა და თბილისის მერიის თანადგომით.
