27 ოქტომბერს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში, გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ქვემო ქართლის რეგიონის შესარჩევი ტური.
მონაწილეობდნენ: მგალობელთა გუნდები და ფოლკლორული ანსამბლები (20), სახალხო მთქმელები (8), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები (46).
ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიისა და აჭარის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში ფოლკლორის ყოველი დარგი საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა ორგანიზებით.