_DSC1096

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი აჭარაში

21 და 22 ოქტომბერს - აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის აჭარის რეგიონის შესარჩევი ტური გაიმართა.
ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონებში.
აღნიშნულ რეგიონებში ფოლკლორის ყოველი დარგი საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი: მგალობელთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.
ფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა ორგანიზებით.