IMG_2606

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - შიდა ქართლი

9 ოქტომბერს ქალაქ გორის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური - მეორე ეტაპი.. მონაწილეობდნენ: ტრადიციული გალობის საეკლესიო გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.
9 ოქტომბრიდან გაგრძელდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ეტაპი. ფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა ორგანიზებით.
ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
აღნიშნულ რეგიონებში ფოლკლორის ყოველი დარგი საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი იყო: მგალობელთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ეტაპის შესარჩევი ტურები გაიმართება:
9 ოქტომბერი - გორი - შიდა ქართლი
20 ოქტომბერი - ოზურგეთი - გურია
21-22 ოქტომბერი - ბათუმი -აჭარა
26-27 ოქტომბერი - რუსთავი - ქვემო ქართლი
29-30 ოქტომბერი - ქუთაისი - იმერეთი
7-8 ნოემბერი - თბილისი