47

,,ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება ფესტივალი (2015-2016 წლები)''

ფესტივალი მოიცავდა ტრადიციული ხელოვნების შემდეგ დარგებს: ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. წლის ბოლომდე გამოიცემა DVD ალბომი - ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
ფესტივალი მოიცავდა ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. მასში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო, საქართველოს ფოლკლორში არსებული მდგომარეობის შესწავლა და წარმოჩენა, ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ხელშეწყობას, წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.