39916277_277358973087849_6460871770969735168_o

ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები" დასრულდა



გუშინ ,,ფოლკლორის დღეების" დასკვნითი კონცერტი გაიმართა ბათუმში. ძლიერი წვიმის გამო შემცირებული პროგრამით წარდგნენ სცენაზე თბილისური ანსამბლი ,,ჩვენებურები", ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხიხანი" და უხუცესთა ანსამბლი ,,ბერმუხა". საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში, 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე ბათუმში, გაიმართა ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები". მონაწილეობდნენ: აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ 24 კონცერტი და 40-მდე ანსამბლი. კონცერტები ტარდებოდა ყოველ დღე ბათუმის ბულვარში - ანბანის კოშკთან.

კონცერტებზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი.